საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში; იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-02

ეკონომიკა იზრდება, 14.4%-იანი ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი და ფულადი გზავნილები.

„იანვარში გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა - 10.6%, რაც ჯამში 14.4% გამოვიდა, ეს ძალიან სასიხარულოა. მინდა, საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე, რომ მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით", - აღნიშნა პრემიერმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური