საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-16

მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო.

ასეთი გამორჩეული პიროვნებისა და სამაგალითო პროფესიონალის დაკარგვა დიდი დანაკლისია როგორც ქართული ჟურნალისტიკისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.

ვუსამძიმრებ ბატონი არმაზის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი