საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კლაუს შვაბის სახელით გამართულ ტრადიციულ მიღებას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-23

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ტრადიციულად ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის, ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებული მიღება გაიმართა.

მიღებას მსოფლიო ლიდერებთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური