საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ყატარის სახელმწიფოს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2022-06-01

ყატარის სახელმწიფოს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ყატარის სახელმწიფოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მოლოცვის საშუალება მაქვს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს - კეთილდღეობასა და შემდგომ წინსვლას",- ნათქვამია ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანის მილოცვაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური