საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-08-02

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური