საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება ამოსაბეჭდი ვერსია

2022-08-29

რეგიონში და მსოფლიოში არსებული ძალიან დიდი უპრეცედენტო გეოპოლიტიკური მდგომარეობის და გამოწვევების მიუხედავად, იზრდება ჩვენს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები. ივლისში მოგეხსენებათ, რომ 40 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტი და რეკორდული მოცულობა 542 მილიონი დოლარი შეადგინა ექსპორტმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდო ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად გრძელდება, პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკაში, ეკონომიკური აქტიურობის კუთხით რას ასევე ,რა თქმა უნდა დადებითად აისახება დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, იცით რომ წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმუშევრობის დონე არის შემცირებული, რაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველას გვახარებს. მანამდე გეტყვით, რომ რეგიონში და მსოფლიოში არსებული ძალიან დიდი უპრეცედენტო გეოპოლიტიკური მდგომარეობის და გამოწვევების მიუხედავად იზრდება ჩვენს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები ივლისში მოგეხსენებათ რომ 40 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტი და რეკორდული მოცულობა 542 მილიონი დოლარი შეადგინა ექსპორტმა. ასევე ტურიზმი. ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენ პოზიტიური ტენდენციები. რა თქმა უნდა ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო გაძლიერება და აქტიური მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში რამდენიმე თვის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად - 55 ათასით გაიზარდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა.

„რაც შეეხება უმუშევრობას, მინდა ვთქვა რომ 4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე და შეადგინა 18,1 პროცენტი. აქვე მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი - 55 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყანაში, სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში. ამას გარდა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში 20 ათასი სოციალურად დაუცველი იქნა დასაქმებული. ისინი ჩართული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სატყეო თუ სხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა ამას სჭირდება კიდევ მეტი გააქტიურება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ შესაბამის განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, მათთვის ახალი ბინები აშენდება, ზუგდიდში 1700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები ჯამში 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა. 

„ჩემი ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა განვადებით მშენებლობას, ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი, რომელიც ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა მოამზადა და რომელიც შეეხება დევნილებისთვის სახლების მშენებლობას განვადებით. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ 13 000 ოჯახზე და ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ შესაბამის განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, მათთვის ახალი ბინები აშენდება, ზუგდიდში 1700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება. ჯამში, 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები, ბინები, სახლები გადაეცემა 13 000-მდე ოჯახს. 7 000 ოჯახი მიიღებს ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში, ხოლო დარჩენილი 6 000 ოჯახი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენს დევნილებს ღირსეული პირობები შევუქმნათ მანამ, სანამ ისინი არ დაბრუნებულად აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ათასობით ოჯახს გადავეცით ბინები და საცხოვრებელი სახლები", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური