საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

წელს საქართველოში პირველად გაიმართება ევრობასკეტი ამოსაბეჭდი ვერსია

2022-08-29

წელს, პირველად საქართველოში გაიმართება ევრობასკეტი, ყველაფერი არის ამისთვის მზად, ჩვენ ვართ მზად, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევრობასკეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„წელს, პირველად საქართველოში გაიმართება ევრობასკეტი. ყველაფერი არის ამისთვის მზად. ჩვენ ვართ მზად, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევრობასკეტს. პირველ სექტემბერს გაიმართება პირველი თამაში. საქართველო ითამაშებს პირველ სექტემბერს და ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს საამაყო კალათბურთის ნაკრებს", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური