საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-11-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება, ასევე გაიზრდება დაფინანსება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

ამასთან, საბჭოს წევრებმა სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე იმსჯელეს და ახალი ეკონომიკური ინიციატივები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური