საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება

2022-12-09

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება.

კორუფცია უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი სტბილურობისათვის. ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენ დიდი ძალისხმევა მივმართეთ მის წინააღმდეგ - ჩავატარეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა, უზრუნველვყავით მთავრობის ღიაობა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობა.

შედეგები შთამბეჭდავია - ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს.

ჩვენს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები.

კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ანგარიშვალდებული და ღია მმართველობის გაძლიერება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი