საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამოსაბეჭდი ვერსია

2022-12-15

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია.

აზერბაიჯანელ კოლეგას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის და ალი ასადოვის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური