საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

2022-12-15

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური