საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-12-18

ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას დიდ დღესასწაულს.

ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ებრაული თემის დაუღალავი გარჯა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი, დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძმობა, გავაღრმაოთ საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა.

მთელი გულით ვიზიარებ თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი