საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

მთავრობის მეთაური ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან აბდულა არიპოვთან და პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური