საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში დაიწყო

.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური