საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის ვიზიტები და შეხვედრები

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში იმართება.

მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით გამოვა და კლიმატის ცვლილებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.  

შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში დახვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შარმ-ელ-შეიხში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური