საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2022 წლის სხდომები

2022 წლის 10 მაისის მთავრობის სხდომა

2022-05-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.

დღის წესრიგი

მთავრობამ, ქვეყანაში მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მოიწონა. მათ შორისაა მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტები.

პროექტების დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარია.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური