საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2022 წლის სხდომები

2022 წლის 22 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-08-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს.

დღის წესრიგი

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომლის საფუძველზეც 16 ფიზიკურ პირს და 19 ოჯახს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. გადასაცემი ქონება დაინტერესებულ პირებს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ასევე გადაეცემა შვიდსულიან სოციალურად დაუცველ ოჯახს. ოჯახი უძრავ ქონებაში წლების განმავლობაში ცხოვრობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური