საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2022 წლის სხდომები

2022 წლის 10 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-10-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 9 საკითხი განიხილეს. დღის წესრიგი

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2022-2028 სტრატეგიისა და მისი 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობის, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია მიმართულია კაპიტალის ბაზრის ამოქმედების გზით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე.

სტრატეგია შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-თან და შეესაბამება ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას.

სტრატეგია შემუშავდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის წარმომადგენლების, აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებისა და კონსულტანტების აქტიური ჩართულობით.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური