საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2024-03-02

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

დღეს ტკივილით, და ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებას, გამოხატულს მის დაუვიწყარ სიტყვებში - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!

გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის.

დიდება ჩვენს გმირებს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე