საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2024-06-04

.  ...


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაკეთდება. პრემიერის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება სასწავლო ინფრასტრუქტურის თვისებრივ გაუმჯობესებას, რაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის განვითარების საქმეში და სამინისტროს თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პოლიტიკური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური