საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ 582 ოჯახს ბინები გადაეცა ამოსაბეჭდი ვერსია

2024-06-05

  ..

582 ოჯახი, რომლებსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდათ ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს 582 ახალ ბინას, მათ შორის არის 800 ბავშვი, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან სიახლეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის „ოცნების ქალაქში" მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი გამოხატულება, როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების, ადამიანების მიმართ.

„ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენ, ხელისუფლებას და დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება. 582 ოჯახს გილოცავთ დღევანდელ დღეს!

რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება ეს პროექტი, დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება ბინებით და ეს პროექტიც გაგრძელდება უახლოეს მომავალში. უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ოჯახი შესაბამისი საცხოვრებელი სივრცით, რაზეც უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა პრემიერმა.

ოცნების ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიების დასასრულს პრემიერ-მინისტრმა მრავალშვილიან ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადასცა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური