საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 24 სექტემბრის სხდომა.

2008 წლის 24 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 46 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრიმა დამსწრეთ მოუთხრო ლონდონში ვიზიტის შედეგები. 19 სექტემბერს ვლადიმერ გურგენიძე შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გორდონ ბრაუნს (Gordon Brown), საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ მილიბანდს (David Miliband), ასევე ოპოზიციის ლიდერს (David Cameron) დევიდ კამერონს. პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა ბრიტანეთის მთავრობის და ასევე ოპოზიციის მისამართით საქართველოსთვის მძიმე პერიოდში აქტიური მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრები ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრთან, ბრიტანეთის ცენტრალურ ბანკთან, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთან.

" ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს ბრიტანეთის მხრიდან ყოველმხრივი ფინანსური მხარდაჭერა.განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე მათ გამონახეს დრო საქართველოს დასახმარებლად. თქვენ მოგეხსენებათ რა მნიშველოვან როლს თამაშობს ლონდონი ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი ბიზნესების, კომპანიების დაფინანსებაში. დაახლოებით 900 მილიონი დოლარზე მეტია ჩადებული საქართველოს ეკონომიკაში ბრიტანელი ინვესტორების მიერ. დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის სესხები გასცეს ლონდონში მდებარე ბანკებმა ქართულ ბანკებსა და კომპანიებზე. ასე , რომ ლონდონი ნომერ პირველი საფინანსო ცენტრია საქართველოს ეკონომიკისათვის. ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე ლონდონში მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება , გადაიხედოს ჩვენი ხელშეკრულება ბრიტანეთთან ორმაგი დაბეგვრის შესახებ, დივიდენტებზე დაბეგვრის მინიმალიზაციის კუთხით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბრიტანული ინვესტიციების ჩვენს ქვეყანაში შემოდინებას.

ჩვენ შევხვდით ევროპის განვითრებისა და რეკონსტუქციის ბანკის (The European Bank for Reconstruction and Development) პრეზიდენტს. მოგეხსენებათ იბიარდი ძალიან ბევრს აბანდებს საქართველოს ეკონომიკაში. ამჯერად იბიარდი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად ამზადებს მასშტაბურ პაკეტს ჩვენი საბანკო სექტორის დამატებითი ფინანსირებისთვის. რაც შესაძლებელს გახდის ქართულმა ბანკებმა უახლოეს მომავალში სრულფასოვნად აღადგინონ ეკონომიკის დაკრედიტება, რაც თავის მხრივ მიგვიყვანს ეკონომიკური ზრდის გაძლერებამდე," -აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.

პრემიერ მინისტრმა განმარტა დღის წესრიგის ერთერთი საკითხი:

საქართველოს რეკონტრუქციისა და რეგიონალური განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ . სააგენტო იქმნება მუნიციპალური განვითარების ფონდის ბაზაზე და უფრო გაფართოვებული მანდატით განახორციელებს, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე რეგიონალურ პროექტებს. ჩაერთვება რუსული აგრესიის მიერ მიყენებული ზარალის აღმოფხრის საქმეში. ეს იქნება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, გაზსადენები, არხები, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დაბინავება და ა.შ. "წინამორბედი სააგენტო ფინანსირდებოდა მსოფლიო ბანკის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რაც ასევე გაგრძელდება. დაიხარჯება საბიუჯეტო სახსრებიც, იმ მოცულობით რა მოცულობიოთაც ჩვენ გვაქვს საშუალება. უახლოეს დღეებში ჩავატარებთ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას , სადაც ვიმსჯელებთ გაფართოვებულ მანდატზე, ახალ ამოცანებზე, რომელთა უმეტესობა უახლოეს მომავალშია გადასაჭრელი." -აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი