საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N914

"ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის N408 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე


1. შეტანილ იქნეს ცვლილება "ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის N408 განკარგულებაში და ამავე განკარგულებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
"საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფონდი "ირმის ნახტომი".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი