საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №811

საქართველოს მთავრობის განკარგულება №811
21 დეკემბერი, 2007

,,დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს წევრობის მიზანშეწონილობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის N211 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,დამოუკიდებელ სახელ­მწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს წევრობის მიზანშე­წონილობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის N211 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქარ­თველოს წევრობის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზ­ნით შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენ-ლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით ბაქრაძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუ­ქ­­ტურებში ინტეგრაციის საკით­ხებში, ვიცე-პრე­მიერი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკით­ხებში

გელა ბეჟუაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თამარ კოვზირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ეკა ტყეშელაშვილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი ტორონჯაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის მდივანი.".


2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე