საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №798

საქართველოს მთავრობის განკარგულება №798
17 დეკემბერი, 2007

ქალაქ გორის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია ქალაქ გორის ინფრასტრუქტურის ნორმა-ლურად ფუნქციონირებისათვის გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ქალაქ გორის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩე-ნების გატანის სამუშაოთა თაობაზე.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბა­მისად ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებულ სამუშაოთა შეზღუდულ ვადებში შესასრულებლად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორ­ციელება ეთხოვოს სახელმწი-ფო რწმუნებულს - გუბერ­ნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­ულებში (გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიცი­პალიტეტები) ვ. გეგელაშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე