საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №793

საქართველოს მთავრობის განკარგულება №793
17 დეკემბერი, 2007

ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართ­ვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებს აღებული ვალდებუ­ლე­ბების შეუფერხებლად დაფინანსებისათვის გამოუყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის: ხარა­გულის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 200 000 (ორასი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ფინან-სთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნე­ბულს - გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რი­ულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, წყალ­­ტუბოს, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგა­ულის, ჭია-თურის, საჩხერის მუნიციპა­ლიტეტები და თვით­მმართვე­ლი ქალაქი ქუთაისი) ა. ბობოხიძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე