საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N592

საქართველოს მთავრობის განკარგულება N592
22 დეკემბერი, 2006

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ

1. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადა­გადაცილებულ საგა­დასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზა­ციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავ­ლე­ლი კომისიის წინადა­დება და განხორციელდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების: ,,აჭარის ენერგოკომპანიის", ,,ენერგოქსელ­პროექ­ტის", ,,პროექტი-21"-ის მიმართ რიცხულ ვადაგა­და­ცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია.
2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საწარ­მოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზა­ციის შესახებ" საქარ­თველოს კანონის მე-4 მუხლის ნორმებით დანართის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


საქართველოს მთავრობის
2006 წლის 22 დეკემბრის
N592 განკარგულების
დანართი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ

N საწარმოს დასახელება დავალიანების სახე რესტრუქტუ-
რიზაციის დაწყების თარიღი რესტრუქტურიზაციის დაწყების
თარიღი­სათ­­ვის
არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები (ლარობით) რესტრუქტურიზაციის პერიოდი
სულ მათ შორის
გაყინვის
პერიოდი გადავადების პერიოდი
1 2 3 4 5 6 7 8

1. შპს ,,აჭარის ენერგოკომპანია"
(აჭარა) საგადასახადო 9.11.2006 9934796 5 წელი
(09.11.2006 წ-დან
09.11.2011 წ-მდე) 2 წელი
(09.11.2006 წ-დან
09.11.2008 წ-მდე) 3 წელი
(09.11.2008 წ-დან
09.11.2011 წ-მდე)

2. შპს ,,ენერგოქსელ­პროექტი"
(თბილისი) საგადასახადო 10.11..2006 115318 5 წელი
(10.11.2006 წ-დან
10.11.2011 წ-მდე) 2 წელი
(10.11.2006 წ-დან
10.11.2008 წ-მდე) 3 წელი
(10.11.2008 წ-დან
10.11.2011 წ-მდე)

3. შპს ,,პროექტი-21"
(თბილისი) საგადასახადო 11.07.2006 352030 3 წელი
(11.07.2006 წ-დან
11.07.2009 წ-მდე) 1 წელი და 6 თვე
(11.07.2006 წ-დან
11.01.2008 წ-მდე) 1 წელი და 6 თვე
(11.01.2008 წ-დან
11.07.2009 წ-მდე)