საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N588

საქართველოს მთავრობის განკარგულება N588
22 დეკემბერი, 2006

თბილისში, ბაგების დასახლებაში მდებარე სტუდქალაქში არსებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,დევნილთა შენახვის ხარჯები ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებზე" (ორგანიზაციული კოდი - 34 04) ასიგნებიდან 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი მიმართოს თბილისში, ბაგების დასახლებაში მდებარე სტუდქალაქში არსებული კომპაქტურად განსახლების ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

 

პრემიერ–მინისტრი ზურად ბოღაიდელი