საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N582

საქართველოს მთავრობის განკარგულება N582
20 დეკემბერი, 2006

ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის გამზ. N16/18-ში მდებარე უძრავი სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ" საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის N26 დადგე­ნილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. პრივატიზების მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბ­ლიკას საკუთრებაში გადაეცეს ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის გამზ. N16/18-ში მდებარე შენობის 565,2 კვ.მ ფართობი (საბალანსო ღირებულება 112000 ლარი) და მასზე წილობრივად დამაგ­რებული 185,7 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (გ. არველაძე) განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორ­ციე­ლება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი