საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N578

საქართველოს მთავრობის განკარგულება N578
20 დეკემბერი, 2006

ქალაქ თბილისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქალაქ თბილისის მერიას საშობაო-საახალწლო ღონისძიებათა განსახორცი­ელებ­ლად გამოუყოს 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბა­მისად შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპა­რაკების გზით.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი