საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N573

საქართველოს მთავრობის განკარგულება N573
20 დეკემბერი, 2006

მ. ახვლედიანის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს ქალაქ თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) მამუკა ახვლედიანი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი