საქართველოს მთავრობის განკარგულება N557
29 ნოემბერი, 2006
სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ძირითადი საშუალებების საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის (23/12/04, N780) 76-ე მუხლის შესაბამისად სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაეცეს საკუთრებაში ძირითადი საშუალებები:
ა) N1 რეესტრის მიხედვით (სულ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით - 7 786 301,97 ლარი);
ბ) N2 რეესტრის მიხედვით (ინვენტარიზაციის პერიოდში დაფიქსირებული 144 დასახელების 335 ერთეული მოძრავი ნივთი, რომლებიც არ ირიცხება სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის საბუღალტრო ბალანსში);
გ) N3 რეესტრის მიხედვით (ტელერადიოცენტრის დუშეთის ობიექტზე რიცხული ძირითადი საშუალებები, სულ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 949 174,86 ლარი).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების შესასრულებლად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი