საქართველოს მთავრობის განკარგულება N555
29 ნოემბერი, 2006
საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების - ,,თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი" - რატიფიკაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების - ,,თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი" - რატიფიკაციის თაობაზე.
2. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების - ,,თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი" - საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი