საქართველოს მთავრობის განკარგულება N552
22 ნოემბერი, 2006
,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის N324 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის N324 განკარგულებაში და N4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქვემო ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტები
თანხა სულ - 600 000 ლარი
ქ. რუსთავის ბიუჯეტს გამოეყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას, 9 ძმა ხერხეულიძის, თოდრიას I ჩიხისა და ბათუმის ქუჩებზე წყლის გაყვანილობის რეაბილიტაციისათვის;
ბ) ვახუშტის, 9 ძმა ხერხეულიძის, თოდრიას I ჩიხისა და ბათუმის ქუჩებზე სანიაღვრე კანალიზაციის გაყვანილობათა რეაბილიტაციისათვის;
გ) საცხოვრებელ კორპუსებში სადრენაჟო სისტემების მოსაწყობად.".
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი