საქართველოს მთავრობის განკარგულება N549
22 ნოემბერი, 2006
,,ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ოქტომბრის N498 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ოქტომბრის N498 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა 2006 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყონ თავიანთი კომპეტენციის მიხედვით ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმასთან დაკავშირებულ წინადადებათა მიწოდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის. ამასთან, ყველა უწყებამ უზრუნველყოს თავიანთ წინადადებათა სრული შესაბამისობა ,,ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის" დოკუმენტთან;";
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1" ქვეპუნქტი:
,,ბ1) სამოქმედო გეგმის შესრულების ვადად განისაზღვროს სამი წელი.".
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი