-
18 დეკემბერი 2022
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ებრაელები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ უდიდეს დღესასწაულს - ხანუქას დღესასწაულს, როგორც სიმბოლოს სინათლის გამარჯვების სიბნელეზე. მე მინდა ებრაელ ხალხს და ყველა ებრაელს მთელს მსოფლიოში, ვუსურვო მშვიდობა, გამარჯვება და კეთილდღეობადღეს ებრაელები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ უდიდეს დღესასწაულს - ხანუქას დღესასწაულს, როგორც სიმბოლოს სინათლის გამარჯვების სიბნელეზე. მე მინდა მთელ ებრაელ ხალხს და ყველა ებრაელს მთელს მსოფლიოში, ვუსურვო მშვიდობა, გამარჯვება და კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
18 დეკემბერი 2022
საქართველოს პრემიერ–მინისტრის მილოცვაებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას დიდ დღესასწაულს.
-
17 დეკემბერი 2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ბუქარესტში შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაე-იონელ ჩუკას ბუქარესტში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა.
-
17 დეკემბერი 2022
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდესსაქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რომელიც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც მონაწილეობს პლენარულ სესიაში - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში".
-
17 დეკემბერი 2022
განცხადებები პლენარულ სესიაზე - ,,სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში''ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო! მიხარია, რომ მივმართავ დღევანდელი მნიშვნელოვანი შეკრების მონაწილე გამორჩეულ საზოგადოებას.
-
16 დეკემბერი 2022
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა.
-
15 დეკემბერი 2022
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა.
-
15 დეკემბერი 2022
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა.
-
15 დეკემბერი 2022
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის სანიმუშო პარტნიორობით ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას - ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონიჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომაზე განაცხადა.
-
15 დეკემბერი 2022
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვიასაქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია.