-
2022-04-30 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონები"-ს პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
-
2022-04-30 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში თავისუფლების მოედნის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში თავისუფლების მოედნის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა, რომელიც პროექტის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარეობს.
-
2022-04-30 პრემიერ-მინისტრმა ხონში, სოფელ ივანდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად ხონში, სოფელ ივანდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.
-
2022-04-30 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში დაფნის პლანტაცია დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში მდებარე დაფნის პლანტაცია დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში დაფინანსდა.
-
2022-04-30 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე „განახლებული რეგიონები"-ს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
-
2022-04-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის წყალტუბოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, სსიპ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომლის რეაბილიტაციაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
-
2022-04-30 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წყალტუბოში, სოფელ ბანოჯაში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით მოსარგებლე ფერმერის გუგა კაჭკაჭიშვილის საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, იმერეთში რეგიონული ტურნეს ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტით მოსარგებლე ფერმერის, გუგა კაჭკაჭიშვილის თაფლის გადამამუშავებელი ინვენტარი და ფიჭის დასამზადებელი დანადგარი დაათვალიერა.
-
2022-04-30 პრემიერ-მინისტრი ,,განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო და ცენტრალურ ბულვარში დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ ლარს აჭარბებს.
-
2022-04-30 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა.
-
2022-04-30 ირაკლი ღარიბაშვილი - გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! ჩვენი ისტორია და დღევანდელობა, რომელიც გამოწვევებით იყო და არის აღსავსე, ჩვენგან მოითხოვს, კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი ჯარის გაძლიერება
გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ჯარს, ჩვენს ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას.
-
2022-04-30 ირაკლი ღარიბაშვილი - ერთმანეთის ტრადიციების და რწმენის პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო ეწევა მუსლიმი თემის უფლებების, ტრადიციების და კულტურის დასაცავად
ერთმანეთის ტრადიციების და რწმენის პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღეც, ჩვენი შეხვედრაც ამის დასტურია, ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება ეწევა მუსლიმი თემის უფლებების, თქვენი ტრადიციების და კულტურის დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რესტორან „ფუნიკულიორში" განაცხადა, სადაც საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სტუმრებს უმასპინძლა.
-
2022-04-29 პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს მიმართა, საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შესახებ ანგარიში 15 მაისამდე წარუდგინოს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს.
-
2022-04-29 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს
საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.
-
2022-04-29 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და ის ევროკავშირს 2 მაისს გადაეცემა
საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და შევსებული კითხვარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 63-ე სხდომაზე განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2022-04-28 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა.
-
2022-04-28 პრემიერ-მინისტრი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციისა და პრაქტიკაში ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემის დანერგვის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესს გაეცნო.
-
2022-04-27 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემს შვილებთან ერთად მოვინახულე უკრაინელი მოსწავლეები, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარებას, ომის მალე დასრულებას და სახლებში მშვიდობიანად დაბრუნებას ვუსურვებ
მე ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარებას, ომის მალე დასრულებას და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სახლებში დაბრუნებას მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინელ მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2022-04-27 პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) პრეზიდენტ ფრანჩესკო როკას შეხვდა.
-
2022-04-27 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას შეხვდა
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2022-04-26 2022 წლის 26 აპრილის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2022-04-26 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2022-04-26 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხელმძღვანელობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საკითხებში იერჟან კაიზიხანი ხელმძღვანელობს.
-
2022-04-24 ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ქრისტიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ქრისტე აღდგა! მე მინდა ჩვენს ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა ვუსურვო
ყველა ქრისტიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ქრისტე აღდგა! მე მინდა ჩვენს ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა ვუსურვო-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
-
2022-04-22 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2022-04-22 პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ ქრის ქუნსის ხელმძღვანელობით იმყოფება.
-
2022-04-21 ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი განიხილა
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველო-გერმანიის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2022-04-21 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა
უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გამყარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2022-04-20 კომპანია Rothschild & Co-მა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი წარუდგინა
საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი, რომელზეც მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა ჯგუფმა Rothschild & Co-მა იმუშავა, უკვე მზად არის.
-
2022-04-20 საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფთან ორდღიანი სამუშაო განხილვა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში - PAR 2" მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 19-20 აპრილს, საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საბჭოს სამუშაო ჯგუფთან ორდღიანი სამუშაო განხილვა გაიმართა.
-
2022-04-19 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
-
2022-04-19 ირაკლი ღარიბაშვილი - მაღალმთიანი დასახლებების, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მხარდაჭერის მიზნით, 3 წლის განმავლობაში 968.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2022-04-18 პრემიერის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 1-ლი ივნისიდან 150 ლარამდე გაიზრდება
ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი; დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-04-18 პრემიერის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
წელს ძალიან რთული წელია მთელ მსოფლიოში, არაერთი გამოწვევა არსებობს, მათ შორის, ჯერ იყო პანდემია, მერე ეს ომი, დამანგრეველი ომი და ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფლაცია, ფასების ზრდა და ა.შ. იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარება შევინარჩუნოთ, უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, ფერმერებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2022-04-18 ირაკლი ღარიბაშვილი - ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას, დაფინანსების ჯამური მოცულობა 3 მლრდ ლარამდე იქნება, დასაქმდება 20 000 ადამიანი
ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მიზნით და იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ეკონომიკურ ზრდას, მინდა, ჩვენს საზოგადოებას გავაცნო ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; დავამუშავეთ ჩემს მიერ რამდენიმე კვირის წინ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც ეხება ზოგადად ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და დღეს უკვე ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2022-04-17 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
ქრისტიანული სამყაროსათვის ამ უდიდეს დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას ვულოცავ რომის კათოლიკური ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლს, ყველას, ვისთვისაც ეს დღე განსაკუთრებული და ძვირფასია.
-
2022-04-16 ირაკლი ღარიბაშვილი-რეაბილიტაციის შემდეგ, გურჯაანის განახლებული პარკი ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება
რეაბილიტაციის შემდეგ, გურჯაანის განახლებული პარკი ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ახლად რეაბილიტირებული პარკის დათვალიერებისას განაცხადა.
-
2022-04-16 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა.
-
2022-04-16 პრემიერ-მინისტრი გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით მოსარგებლე ფერმერის მიერ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა და გაშენებული ბაღი დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტით მოსარგებლე ფერმერის მიერ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა და 5 ჰა-ზე გაშენებული ხილის ბაღი დაათვალიერა.
-
2022-04-16 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
ტალინში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა წყვილმა საქართველოდან, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ.
-
2022-04-16 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ველისციხეში თორნიკე ლომთაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ველისციხეში თორნიკე ლომთაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსდა.
-
2022-04-16 ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ურბანული განახლების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დღეს მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
-
2022-04-16 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი გადაწყვეტილებით, ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც სრულიად უფასოა, პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება და შედეგად გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი
ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2022-04-16 ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად თელავში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
-
2022-04-16 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში პროფესიული კოლეჯი „ პრესტიჟი“ დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, რეგიონული ტურნეს ფარგლებში თელავში ახლად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი" დაათვალიერა.
-
2022-04-16 ირაკლი ღარიბაშვილი ახმეტაში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო, პრემიერმა რეაბილიტირებული სკვერი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი დაათვალიერა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ახორციელებს - ახმეტაში დასრულების ფაზაშია ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და მდინარე ორვილას ხიდის ურბანული განახლების სამუშაოები, რეაბილიტირდება 8 შენობა და 3 პარკი, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარია.
-
2022-04-16 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც დასასრულს უახლოვდება
სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება - მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა.
-
2022-04-16 ირაკლი ღარიბაშვილი - საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს, მთავრობის 10 წლიანი გეგმის მიხედვით, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება, საიდანაც 1 მილიარდი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს
საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი-საგარეჯოს ავტობანზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად 35 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
-
2022-04-15 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა ევროკომისიის კითხვარს ასაჯაროებს
საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
-
2022-04-15 ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის მიერ კითხვარის გადმოცემა გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ახლა საჭიროა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაცია, რათა კითხვარი დროულად შევავსოთ
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს გადაცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2022-04-15 დიდი ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
საქართველოს საკითხებზე დიდი ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
-
2022-04-15 მილოცვა ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით
საქართველოს ებრაულ თემს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის უდიდეს დღესასწაულს.
-
2022-04-14 პრემიერ-მინისტრის განცხადება დედაენის დღესთან დაკავშირებით
ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. საქართველოს თვითმყოფადობას, ისტორიულ მეხსიერებას, პატრიოტულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას სწორედ ქართული ენა აერთიანებს.
-
2022-04-13 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა.
-
2022-04-11 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2022-04-11 ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს დაცვას
ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში - უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-04-11 ირაკლი ღარიბაშვილი - ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას; ჩვენ უნდა გავხსნათ პროცესი და ყველას მიეცეს საშუალება, შემოიტანოს
მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ფასი, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში, ამიტომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-04-11 ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს დღეს, პირადად ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ ამ პროცესს და შევსებულ კითხვარს მაქსიმალურად მოკლე დროში მივაწვდით ბრიუსელს
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს დღეს, პირადად ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ ამ პროცესს და შევსებულ კითხვარს მაქსიმალურად მოკლე დროში მივაწვდით ბრიუსელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2022-04-11 ირაკლი ღარიბაშვილი - დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი წამალი შეიძინოს; თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, საქართველოში 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი
დღეიდან, 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება.
-
2022-04-11 2022 წლის 11 აპრილის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა.
-
2022-04-09 პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2022-04-08 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლნისში, იოსებ ქობულაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 30 000 ლარით დაფინანსდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ბოლნისში, იოსებ ქობულაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც 2021 წელს, სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში 30 000 ლარით დაფინანსდა.
-
2022-04-08 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში 50 ჰა-ზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - ,,დანერგე მომავალი'' ხელშეწყობით 247 000 ლარზე მეტით დაფინანსდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში იმყოფებოდა, სადაც 50 ჰა-ზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა.
-
2022-04-08 პრემიერ-მინისტრმა მარნეულის სოფელ ქუთლიარში ახალი სკოლა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში იმყოფებოდა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა.
-
2022-04-08 პრემიერ-მინისტრმა მარნეულის სოფელ დიოკნისში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის სოფელ დიოკნისში იმყოფებოდა, სადაც კახაძეების ოჯახის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.
-
2022-04-08 ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში უმსხვილეს პროექტს ახორციელებს - საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია.
-
2022-04-08 პრემიერ-მინისტრმა რუსთავში, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსთავში, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა.
-
2022-04-08 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ფინალურ ეტაპზეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ რუსთავში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ფინალურ ეტაპზეა.
-
2022-04-08 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაეზარდათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს 1 მლნ ლარი დაემატა.
-
2022-04-07 პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე კონკრეტული სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, რომელთა განხორციელება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შეუწყობს ხელს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
-
2022-04-07 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შეხვდა.
-
2022-04-07 პრემიერ-მინისტრი გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ დირექტორს მირიანა სპოლიარიჩ ეგერს შეხვდა.
-
2022-04-06 საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტს შეხვდა.
-
2022-04-06 საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღე
დღეს დიდი მხედართმთავრის, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული მებრძოლის, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა.
-
2022-04-05 მთავრობის ადმინისტრაციაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეული პროგრესი, გამოწვევები და გეგმები განიხილეს.
-
2022-04-05 ნოე რამიშვილის დაბადების დღე
დღეს ნოე რამიშვილის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაბადების დღეა.
-
2022-04-05 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.
-
2022-04-04 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა.
-
2022-04-04 ირაკლი ღარიბაშვილი - ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აშშ-ში; საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ილია დარჩიაშვილს
მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ და მინდა, ამის თაობაზე ვაცნობო საზოგადოებას; ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2022-04-03 პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ის ავარიული სახლები დაათვალიერა, რომელთა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლები დაათვალიერა.
-
2022-04-03 ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლიდან დღემდე ბათუმის საზღვაო აკადემიის განვითარებაში სახელმწიფომ 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის ახალი სამწვრთნელო ცენტრი დაათვალიერა. პრემიერს აკადემიაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა უმასპინძლა.
-
2022-04-03 ირაკლი ღარიბაშვილი - დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება მთელი ქვეყნის მასშტაბით
მმოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად დავდიოდი ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მოვინახულე ყველა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას შევხვდი და დავპირდით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას, ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება, მომატება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ვიზიტი აჭარაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში განაცხადა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
-
2022-04-03 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაქვის ძალოსნობის ბაზა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ჩაქვის ძალოსნობის მშენებარე ბაზა დაათვალიერა.
-
2022-04-03 ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ძენწმანში, ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ესტუმრა და ვაზის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში, ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ესტუმრა და ვაზის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა.
-
2022-04-03 პრემიერი ქედაში საფუტკრე მეურნეობაში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქედაში იმყოფებოდა, სადაც გორგაძეების ოჯახში საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა.
-
2022-04-03 პრემიერ-მინისტრი ქედაში მშრალი ხილის საწარმოში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი" დაათვალიერა. მთავრობის მეთაური საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა.
-
2022-04-02 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
-
2022-04-01 საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომა გაიმართა.
-
2022-04-01 კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესა და ქართველ სტარტაპერებთან შეხვედრაზე მომავალი პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს
კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გამართა შეხვედრები.